ფრანს პრესის ჟურნალისტი, ირაკლი მეტრეველი, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის ნეკროლოგის დაწერა შეუკვეთეს. “მოგეხსენებათ, ცნობილი ადამიანი ასაკში რომ შედის, ან თუ მისი სიკვდილის სერიოზული რისკი არსებობს, მსხვილი მედია საშუალებები წინასწარ წერენ ნეკროლოგს. ამასწინათ მიშას ნეკროლოგის დაწერა მთხოვეს” – წერს მეტრეველი.