აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა (CDC) გადაწყვეტილებას მხარი სრულად დაუჭირა. ქვეყანაში 5-დან 11 წლის 28 მილიონამდე ბავშვი ცხოვრობს.
ექსპერტები ამბობენ, რომ ახალგაზრდების აცრა აუცილებელი იქნება ნორმალურ ცხოვრებაში დასაბრუნებლად.
FDA-ს ოფიციალურმა პირებმა დაადგინეს, რომ ვაქცინა იყო დაახლოებით 91%-ით ეფექტური Covid-ის პრევენციაში მცირეწლოვან ბავშვებში. კვლევაში სერიოზული გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა.
5-დან 11 წლამდე ბავშვებს მოზრდილთა დოზის მესამედს გაუკეთებენ, ხოლო მეორე დოზას პირველიდან 3 კვირის შემდეგ.
შეგახსენებთ, აშშ-ში მიმდინარე წლის მაისიდან დაიწყეს 12 წლის და უფროსი ასაკის მოზარდების ვაქცინაცია.