პროცედურის რეკომენდაცია ცესკოს თავმჯდომარემ მას შემდეგ გასცა, რაც გაირკვა, რომ ოზურგეთში რვა უბანზე ვიდეოკამერებს ხარვეზი ჰქონდა ან მისი ჩართვა ვერ მოახერხეს.
წილისყრის შედეგად გამოვლინდა 9-ე და 58-ე უბნები, რომელთა გადათვლა დღეს განხორციელდა. გადათვლის შედეგად საუბნო ოქმებთან ცდომილება არ გამოვლენილა. პროცესს აკვირდებოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებიც.