რეანიმაციულ განყოფილებებში 99% აუცრელი პაციენტია. ქვეყანაში 1 მილიონი ადამიანია აცრილი, თქვენ ფიქრობთ, ისინი საერთოდ არ ავადდებიან? უნდა გაგაწბილოთ, აცრილებიც ინფიცირდებიან კოვიდით, მაგრამ ეს ხალხი უმეტეს შემთხვევაში სახლში მკურნალობს, შესაბამისად ნაკლებად ხდება კლინიკების გადატვირთვა და სამედიცინო პერსონალის გამოფიტვა. მასობრივი ვაქცინაციის მიზანი ესაა — კოვიდსასაკლაო გადავაქციოთ მართვად პანდემიად!