“ძველი წყენები დავივიწყეთ…თუ რამეში დასჭირდება ჩემი თავი, ჩემი მომსახურება მე მზად ვარ”-ვალერი გელბახიანი

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტს დღეს იურისტი ვალერი გელბახიანი შეხვდება.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, შეხვედრის ინიციატორი მიხეილ სააკაშვილ იყო. გელბახიანი ამბობს, რომ მან და მესამე პრეზიდენტმა ძველი წყენები დაივიწყეს და არ გამორიცხავს, უფლებადამცველების გუნდს თავადაც შეუერთდეს.

“შემომეთვალა და მეც თანხმობით შევდივარ ბუნებრივია. მასთან ვიდრე დააპატიმრებდნენ რამდენიმე შეხვედრა მქონდა. ჩვენ ძველი წყენები დავივიწყეთ, ახლა ძალიან მძიმე დღეები აქვს და ბუნებრივია თანდგომას ითხოვს ყველა ადამიანისგან, მათ შორის მე ვალდებულები ვარ როგორც პიროვნება, მოქალაქე, ამ მძიმე დღეებში დავუდგე გვერდით და თუ რამეში დასჭირდება ჩემი თავი, ჩემი მომსახურება მე მზად ვარ”, – თქვა ვალერი გელბახიანმა.

მანვე აღნიშნა, რომ მესამე პრეზიდენტისთვის წარდგენილი ბრალდებები აბსურდულია.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი 34-ე დღეა შიმშილობს. ადვოკატები ამბობენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share