“ამ კვირაში მიმდინარეობს მსჯელობა, ხომ არ არის საჭირო გაფართოვდეს და მოიხსნას ასაკობრივი ზღვარი, რადგან, მაგალითად, მწეველების შემთხვევაში დადგენილია, რომ ბუსტერის ეფექტურობა მაღალია და რთული იქნება ასაკობრივად გავმიჯნოთ მწეველი არამწეველისგან, ამდენად, რეკომენდაცია შეიძლება მივცეთ, რომ პირს თუ აქვს თანხმლები დაავადება, მან უნდა გაიკეთოს ბუსტერ დოზა და ექიმთან შეთანხმების გზით, ყველა ასაკის ადამიანს შეეძლება გადაწყვეტილების მიღება,” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.