“ისეთი ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ, რომ ან უნდა „გააბანძოს“, ან ფიზიკურად გაანადგუროს მიხეილ სააკაშვილი” – სარიშვილი

“ხელისუფლების მიზანი არის ძალიან მარტივი და ცუდი – შენარჩუნდეს რუსული ხელისუფლება საქართველოში და ის ამისთვის ყველაფერზე მიდის “,  – ამის შესახებ ყოფილმა პარლამენტარმა ირინა სარიშვილმა ტელეკომპანია “პირველის” გადაცემაში “დღის ამბები” განაცხადა.

“დღევანდელი ხელისუფლება აბსოლუტურად შეგნებულად მიდის მკვლელობაზე, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლითაც. კაცი არის ციხეში და ფაქტობრივად დღევანდელი ხელისუფლება მძევლად ჰყავს აყვანილი. და ხელისუფლებამ ისეთი ნაბიჯები უნდა გადადგას, რომ ან (მაპატიეთ ჟარგონისთვის) „გააბანძოს“ მიხეილ სააკაშვილი, რაც არ გამოსდის, ან ფიზიკურად გაანადგუროს. აი, აქ ვართ ჩვენ უმძიმეს მდგომარეობაში”,  – ამბობს სარიშვილი ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.

ამასთან, სარიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება და მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა უნდა შეწყვიტოს.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშილი რუსთავი ციხეში  34-ე დღეა შიმშილობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share