სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებასავრცელებს
“საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობსგამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე, საქართველოსსისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ბოლო დროს სოციალურ ქსელებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში სხვადასხვაპირის მიერ ვრცელდება დანაშაულის ნიშნების შემცველი შინაარსის საჯარო განცხადებები დამოქალაქეები განზრახ თუ გაუცნობიერებლად პირდაპირ მოუწოდებენ თანამოაზრეებსრევოლუციისა და ხელისუფლების დამხობისკენ, მათ შორის ძალადობრივი გზებით.
მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ანსახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, ან/და ასეთი მოწოდების შემცველი მასალისგავრცელება, აგრეთვე ამავე მიზნით შეიარაღებისაკენ მოწოდება, წარმოადგენსდანაშაულებრივ ქმედებას, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ–ის 317-ემუხლით და ისჯება 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
Ⴑახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელებსკანონით გათვალისწინებულ ყველა სამართლებრივ ღონისძიებას, საქართველოსკონსტიტუციური წყობილების დასაცავად და სახელმწიფო ხელისუფლების არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით შეცვლის თავიდან ასაცილებლად.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დესტრუქციულ ძალებს თავი შეიკავონ დანაშაულებრივიქმედებების ჩადენისგან და დარჩნენ სამართლებრივ ჩარჩოებში“-ნათქვმია განცხადებაში.