,,მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, სუს-ის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.
გვარამიას შეფასებით სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დღევანდელი განცხადება, პირადპირი მტკიცებულება არის იმის, რომ საქართველოში პოლიტიკურ პროცესებს კვლავ ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი მართავს.
,,ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი უნდა დაემხოს!სუსი, ეს სახელმწიფო გადატრიალების მოწოდებაა? ანუ უმაღლეს სახელმწიფო დონეზე ღიად აღიარებულია, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი გვმართავს?აბა, გაერკვიეთ. რამე სინონიმების და ალუზიების სამართლებრივი განმარტება მოამზადეთ.მანამდე,ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი უნდა დაემხოს!”, – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.