სუს-ის განცხადების შემდეგ მოქალაქეები პროტესტის ნიშნად პოსტავენ სიტყვას – “რევოლუცია”.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა და მიუთითა, რომ “სოციალურ ქსელებსა და მედიაში სხვადასხვა პირების მხრიდან ვრცელდება დანაშაულის ნიშნების შემცველი შინაარსის საჯარო განცხადებები და მოქალაქეები განზრახ თუ გაუცნობიერებლად პირდაპირ მოუწოდებენ თანამოაზრეებს რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობისკენ, მათ შორის ძალადობრივი გზებით“.
სუს-ის განცხადებით, რევოლუციისკენ მოწოდება დასჯადია, შესაბამისად, ისინი გადადგამენ ყველა შესაბამის სამართლებრივ ნაბიჯს.
აქტივისტებმა, ჟურნალისტებმა, პოლიტიკოსებმა და რიგითმა მოქალაქეებმა ამ განცხადების შინაარსი ფეისბუქზე გააპროტესტეს.