ოზურგეთის “მერცხალი” კვლავ დამარცხდა

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის რეგიონული ლიგის დასავლეთ ზონის მორიგ მატჩში ოზურგეთის მერცხალი” სტუმრად გონიოსთან ანგარიშით 3:1 დამარცხდა.

სტუმრად დამარცხდა ასევე ამ ლიგაში მოასპარეზე მეორე გურული გუნდი “ჩიბათი”, მან “სამგურალი 2”-თან 2:1 წააგო.

17 თამაშის შემდეგ “მერცხალს” 13 ქულა აქვს და მეშვიდე ადგილზეა. 22 ქულა აქვს და ერთი საფეხურით წინაა “ჩიბათი”.

მორიგ ტურში “მერცხალი” “ოდაბადეს” უმასპინძლებს, ხოლო “ჩიბათი” სტუმრად “შუქურა 2”- ს შეხვდება. მატჩები 6 ნოემბერს გაიმართება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share