“ოლიგარქია მთლიანად იტაცებს ინსიტუტებს. ოლიგარქიამ წაიღო სახელმწიფო, წაიღო ინსტიტუტები, წაიღო სასამართლო, რომელიც ადამიანებსა და სახელმწიფოს შორის უნდა იდგეს და მოგვადგა ჩვენ, ადამიანებს, ჩვენი პირადი თავისუფლების წასართმევად. როგორც ხმის, როგორც არჩევანის წასამართმევად. თავისუფლება უნდა გიყვარდეს, რომ მისთვის თავი გაწირო, თავისუფლება უნდა გქონდეს, რომ ის დაკარგო. როცა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში შემოსვლა, მან იცოდა რომ სატუსაღოში მოდიოდა და დღეს მასთან რუსთავის სატუსაღოში გვერდით საკანში ქართული თემიდა ტუსაღობს, მეორე საკანში ქართული დემოკრატია ტუსაღობს. მიშა შიგნიდან და ჩვენ გარედან დავანგრევთ ამ კედლებს, რასაც საქართველოს სატუსაღო ჰქვია”- თქვა წალენჯიხის მერმა, გია ხარჩილავამ ზუგდიდში ოპოზიციის აქციაზე.