თბილისის მერობის კანდიდატი ოპოზიციიდან, ნიკა მელია ზუგდიდში აქციაზე სიტყვით გამოვიდა და თქვა, რომ პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ არ დაინიშნება თავისუფალი არჩევნები, არ იქნება დაცული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლება და არ იქნება ის თავისუფალი.
სიტყვით გამოსვლისას ნიკა მელიამ ასევე აღნიშნა, რომ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას ოპოზიცია საზოგადოებას უახლოეს დღეებში გააცნობს.
“სახლებში ჩვენ არ შევალთ, არ შევალთ სანამ მოპარულ არჩევნებს არ დააბრუნებს, არ დაინიშნება თავისუფალი არჩევნები და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე არ იქნება უზრუნველყოფილი და არ იქნება თავისუფალი”,- თქვა ნიკა მელიამ.