“ხალხო,მიშა რომ მაგარია, დედამიწაზე ახლა ორი კაცი არ არის მასეთი მაგარი…მას არაფერი საცოდავი არ აქვს,საცოდავი არის ეს ხელისუფლება…კაცი, ჰაველისა და ჩე გევარას ნაზავია, ახალ ნელსონ მანდელას იღებთ”-სანიკიძე

“საქართველოს ისტორიისთვის ღირსეული ქცევაა, რასაც ახლა სააკაშვილი აკეთებს. საქართველოს ისტორიაში შევა ან მისი შემოსვლა, ან მისი ასეთი თავგანწირვა, ეს დარჩება უკვე ლეგენდად ამ ქვეყანაში. კაცი არის ჰაველისა და ჩე გევარას ნაზავი. აი, ორივეს უნარი აქვს. აქვს რეფორმების უნარი და აქვს ბრძოლის უნარი. ეს არის ლეგენდარული ამბავი, როგორ ბრუნდება მამისეულ სახლში, თავის სამშობლოში მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, თავისი ტრაგიზმით და დრამატიზმით აღსავსე, მაგრამ მებრძოლი ამ ქვეყნისთვის.

როცა არის ლაპარაკი, ცოდოა მიშაო, ხალხო, არსებობენ ადამიანები, რომლებზედაც არ შეიძლება, თქვათ “ცოდო“. სააკაშვილი ეკუთვნის იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც კვდებიან ფეხზე და მებრძოლები. სააკაშვილს არაფერი საცოდავი არ აქვს, საცოდავი არის ეს ხელისუფლება, ხალხო. მიშა რომ მაგარია, დედამიწაზე ახლა ორი კაცი არ არის მასეთი მაგარი, ისეთი გამაგრებული და ისეთი შეუპოვარია. ფანჯრები ამოუქოლეთ, მზის სხივს აღარ აჩვენებთ. ბიჭო, ახალ ნელსონ მანდელას იღებთ უკვე, რომელიც მოგიღებთ ბოლოს მერე”.

ძალა ერთობაშიას წევრი, დეპუტატი გიბაზ სანიკიძე TV პირველის ეთერში

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share