მიხეილ სააკაშვილის მორიგ მიმართვას მხარდამჭერებისადმი, ნანუკა ჟორჟოლიანი ავრცელებს. მესამე პრეზიდენტის რუსთავის ციხესთან გამართული აქციის მონაწილეებს მიმართავს:
“ჩემო ძვირფასებო,
ვერ წარმოიდგენთ რამხელა სიამოვნების მომტანია ამ დეპრესიულ საკანში (შიმშილობის თვლა , დავკარგე რომელ დღეზე) თქვენი ომახიანი ხმების გაგონება და ტელევიზორში იმის დანახვა, რომ საქართველომ როგორც იქნა გაიღვიძა და ძალიან მძლავრ შეტევას ახორციელებს ქურდბაცაცათა კლეპტოკრატიულ რეჟიმზე.
გამომსვლელის ნაწილი, წარსულში ბევრ რაღაცაზე არ მეთანხმებოდა და ახლა, განსაკუთრებით დასაფასებელია მათი ადამიანური მიდგომა და მოქალაქეობრივი პოზიცია.
მიყვარხართ ყველანი! თქვენი იმედი და ჩემს ხალხში რწმენა მიხანგრძლივებს სიცოცხლეს.”
მიხეილ სააკაშვილი,
4 ნოემბერი, 2021 წელი”
მესამე პრეზიდენტის გასამხნევებლად მისი მხარდამჭერები, თანაგუნდელები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები გუშინ მე-12 დაწესებულებასთან შეიკრიბნენ.
პარალელურად აქციები ტარდება ყოველდღიურად ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებშიც.