“ქართველმა ხალხმა მოახდინა საარჩევნო რევოლუცია…ჩვენი გამოსვლებითივანიშვილს უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენი გამარჯვება გვეკუთვნის მხოლოდ ჩვენ”-მიხეილ სააკაშვილი

“მივესალმები მთელ საქართველოში მიმდინარე სამოქალაქო ერთიანობისა და აქტივობის პროცესს, ქართველმა ხალხმა მოახდინა საარჩევნო რევოლუცია, როდესაც ყველა ქალაქში დაამარცხა ოცნება და ის, რომ გამყალბებლებით, სიის მაგიდის ქალბატონებით და ძველი ბიჭებით თქვენ ეს გამარჯვება მოგპარეს, სულაც არ მოქმედებს რეჟიმის სიძლიერეზე. რეჟიმს, რომელსაც სიტყვა რევოლუციაზე აკანკალებს, სიმტკიცის მარაგი მთლიანად ამოწურული აქვს და ახლა ჩვენი გამოსვლებით ყველგან ვაჩვენებთ მსოფლიოს და ივანიშვილს, რომ ჩვენი გამარჯვება გვეკუთვნის მხოლოდ ჩვენ და ასეთი სიმწარით მოპოვებული გამარჯვება ხალხს უნდა დავუბრუნოთ.

მივესალმები ელენე ხოშტარიას და იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სოლიდარობის ნიშნად შიმშილობენ რუსთავის ციხესთან და იგივეს აპირებენ სამეგრელოში. მივესალმები გირჩელი იმედა კლდიაშვილის სამოქალაქო გმირობას ქუთაისში. იზა [ჩირაძის] გამბედაობას სიმართლის თქმაში და მოვუწოდებ სხვა ადამიანებს, ვისაც აიძულეს ქართველის ხმის გაყალბებაში მონაწილეობა, მიბაძონ მის მაგალითსდა იმ პოლიციელების მაგალითს, ვინც გადადგა, მაგრამ სიმართლე თქვა, ახლა აღარაა არც პარტიული კუთვნილებით, არც წარსული საქმიანობით დაყოფის დრო. დრო არის ერთიანობისა და ბრძოლის, ჩვენ არცერთ ერზე ნაკლები არ ვართ და ბრძოლა აუცილებლად მოგვიტანს შედეგს. რეჟიმი ძალიან სუსტია. რაც შეეხება იმ მოლოდინს, რომ იგივე რეჟიმი, რომელმაც სრულად სასაცილო საქმეეები შემიკერა, ახლა შემიწყალებს, ნურავის ნუ გვაქვს ამის მოლოდინი. მე ვარ პუტინის პირადი პატიმარი, ესენი პირდაპირ იღებენ მითითებებს მოსკოვიდან. და, ამგვარად, ჩემი გათავისუფლება შეუძლია მხოლოდ ქართველ ხალხს, რომელიც გაითავისუფლებს თავის თავს, გამათავისუფლებს მეც. მე არ მსურს არცერთი თანამდებობა, მინდა სიცოცხლე, თავისუფლება, შესაძლებლობა, თავისუფლად გადავაადგილდებოდე საქართველოში, თავისუფალ ბედნიერ ადამიანებს შორის”.

წერს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილის წერილი მისმა ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა წაიკითხა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 3 ნოემბერს გაავრცელა განცხადება, რომ “სოციალურ ქსელში ვრცელდება დანაშაულის ნიშნების შემცველი მოწოდებები რევოლუციისკენ”. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share