ოზურგეთის მერის მოადგილეებად ნინი შეწირულისა და პაატა კუნჭულიას კანდიდატურებს განიხილავენ

ოზურგეთის მერის პოსტზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული ავთანდილ თალაკვაძე, მოვალეობის შესრულებას, გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე თვის ბოლოსკენ შეუდგება.

ამ ეტაპზე მის გუნდში მისი მოადგილეების კანდიდატურებს განიხილავენ.

როგორც “გურიის მოამბეს” “ქართული ოცნებიდან” არაოფიციალურად აცნობეს, ამ ეტაპზე თალაკვაძის მოადგილეებად ნინი შეწირული გობრონიძისა და პაატა კუნჭულიას კანდიდატურები განიხილება.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share