პატრიარქის მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ პატრიარქის თხოვნის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.
როგორც ბოტკოველმა აღნიშნა, წინა ვიზიტთან შედარებით, აშკარად შეიმჩნევა, რომ ის წონაში დაკლებულია.
“დიახ გადავეცი ბატონ მიხეილ სააკაშვილს მისი უწმინდეობის გზავნილი, პირადად გადავეცი წერილი სადაც მისი უწმინდესობა მას კიდევ ერთხელ სთხოვს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, ის წუხს იმის გამო, რომ ამდენი ხანია შიმშილობს.
ბატონა მიხეილმა მადლობა გადაუხადა მის უწმინდესობას, უკვე მეორედ ვესტუმრე მას აქ. ის გრძნობს მისი უწმინდესობის ყურადღებას, მან აღნიშნა, რომ ის ძალიან პატივს სცემს მის უწმინდესობას და დამავალა, რომ გადავცე მის უწმინდესობას, რომ ის გააგრძელებს კვლავ შიმშილობას, რადგანაც ეს არის მისი პრიცნიპული პოზიცია და ამ პოზიციაში რაიმე კორექტირებების შეტანას, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, არ აპრიებს”, – მამა მიქაელ ბოტკოველმა.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის ციხეში უკვე 35-ე დღეა შიმშილობს. როგორც დღეს ადვოკატებმა აღნიშნეს, მიხეილ სააკაშვილის ანალიზების მაჩვენებელი შემაშფოთებელია.