“მთავარი არხის” დირექტორის და მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი, ნიკა გვარამია, პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს.
“რაც შეეხება საპატრიარქოს განცხადებას, მე პირდაპირ ვაცხადებ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ინსტიტუციის პოზიცია, თუმცა ჩვენთვის ამ პოზიციას არ გამოხატავს საპატრიარქოს არც ერთი სპიკერი და არ გამოხატავს არც მეუფე შიო, ან ვინმე სხვა.
მე პირადად, ნიკა გვარამია ვითხოვ საქართველოს პატრიარქთან პირადად შეხვედრას ყოველგვარი შუამავლების გარეშე და მინდა მისი ინფორმირება და მინდა მოვისმინო მისი პოზიცია პირადად.
კიდევ ერთხელ, ყოველგვარი შუამავლების, ყოველგვარი სპიკერების და ამბიონიდან მოქადაგეების გარეშე. იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს სანდოობა ამ ადამიანების მიმართ და არ მივიჩნევთ, რომ ისინი ადეკვატურად და კეთილსინდისიერად გამოხატავენ საქართველოს პატრიარქის პოზიციას.
ეს არის პირადად თხოვნა პატრიარქისადმი. ჩვენი ურთიერთობები წლების განმავლობაში ნამდვილად იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მე და ის პირადად შევხვდეთ სანდო ვითარებაში და მისთვის სასურველ დროს, ადგილას და პირობებში”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.