#თავისუფლება მიშას – ამ ლოზუნგით რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
აქციაზე მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებიან, მათი მთავარი მოთხოვნა მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და მისი ციხიდან გათავისუფლებაა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი 35-ე დღეა ციხეში შიმშილობს. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.