“მივმართავ ივანიშვილს, ეტყობა ვერ აცნობიერებს, რა მდგომარეობაში იგდებს საკუთარ თავს და ამ ქვეყანას” – ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ საუბრობს.
”მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, როგორც ჩანს, იგი ვერ აცნობიერებს რა მდგომარეობაში იგდებს საკუთარ თავსაც და რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რა მდგომარეობაში აგდებს ამ ქვეყანას. მას ქვეყანა მიჰყავს სრული პოლარიზაციისა და განხეთქილებისკენ და იგი საფრთხეს უქმნის ქვეყნის უშიშროებას და სამოქალაქო წესრიგს. დიახ, პირადად მას ვეუბნები, რომ იგი არის შემოქმედი ყველაფრისა, რაც შეიძლება ამ ქვეყანაში განვითარდეს და ჩვენ ვიმედოვნებთ, მათ შორის საქართველოს საპატრიარქოს ჩარევით, რომ ეს სიტუაცია მყისიერად იქნება ამოწურული და საქართველოს ავარიდებთ ძალიან მნიშვნელოვან საფრთხეს ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ უკვე საქართველოს ინტერესებში და არამხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში” – ამბობს ნიკა გვარამია.