”6 ნოემბერს, 6 საათზე ეცდებიან 6000 კაცი შეკრიბონ. შეეცდებიან რაღაცების გაკეთებას, მაგრამ ყველა ხედავს, რომ არანაირი რესურსი მათ არა აქვთ, არც ქუჩის, არც არჩევნების და არც არაფრის. ძალიან მალე გადავერთვებით საერთოდ სხვა დღის წესრიგზე და ამ პარტიის ხსენება აღარ იქნება ჩვენი მხრიდან ერთი მარტივი მიზეზით: მათი ხსენებაც კი დამაზიანებელია ქართული დემოკრატიისთვის და ზოგადად ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის”.- ამის შესახებ პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა იმედი LIVE-ში განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ შაბათს, 6 ნოემბერს ოპოზიცია თბილისში საპროტესტო აქციას აანონსებს.