რევოლუცია, რევოლუციამ, რევოლუციას…. ვაი შენს პატრონს, უბედურს, ჩემო სუს-ო – მურმან დუმბაძე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” წევრი, მურმან დუმბაძე სუს-ის განცხადებას ქუთაისის აქციიდან გამოეხმაურა.

მისი თქმით, ეს არის ერთადერთი ხელისუფლება, რომელსაც რევოლუცია არ დასჭირდება.

”რაო, რა შემოგვითვალა სუს-მა? არ ახსენოთ სიტყვა რევოლუციაო? და ჯეფერსონი რომ ახსენებდა, ჩვენ რა ვქნათ? ჯეფერსონებზე უკეთესები ვართ ჩვენ? აბა, ცოტა წამომეხმარეთ ქართული ენის ბრუნვაში: სახელობითი; მერე რომელი მოდის? მოთხრობითი; მიცემითი; ნათესაობითი; მოქმედებითი; ვითარებითი; წოდებითი და ახლა ვაბრუნოთ სიტყვა რევოლუცია! რევოლუციამ! რევოლუციას! რევოლუციის! რევოლუციით! რევოლუციად! და წოდებითში როგორ არის? ჩემო ძვირფასო რევოლუციავ!

და რა დავაშავეთ ახლა ამით? ამიტომ სუს-მა უნდა დაგვსაჯოს? ვაი შენს პატრონს, უბედურს, ჩემო სუს-ო. 

რამდენიმე რევოლუცია გამომივლია და პრაქტიკულად როცა ხელისუფლებებში მოვდიოდი, ყოველთვის მოვდიოდი რევოლუციით. აბსოლუტურ გარანტიას გაძლევთ, ეს არის ერთადერთი ხელისუფლება, რომელსაც რევოლუცია არ დასჭირდება. ”- ამბობს დუმბაძე.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share