პარლამენტარი თაკო ჩარკვიანი მესამე პრეზიდენტს მიმართავს და შიმშლობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს:
”მივმართავ მიშა სააკაშვილს, პრეზიდენტო, გაგიმეორებთ, რაც უკვე შეხვედრის დროს საუბრისას გითხარით და გთხოვეთ ! ადამიანური ტრაგედიის გარდა , გარდა იმ დიდი ტვირთისა , რაც (სამუდამო დაღი იქნება საქართველოსთვის) , რომლის ტარებაც პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება და გამანადგურებელი ქვეყნისთვის, ამ ყველაფრის გარდა უდიდესი სტრატეგიული შეცდომა იქნება , (რაც თავად მოგეხსენებათ), აბა წარმოიდგინეთ ოკუპირებული ტერიტორიებით ქვეყნისთვის, მხედართმთავრის გარეშე ბრძოლაში ანუ განადგურებული მხედართმთავრით რა ბრძოლის მოგება შეიძლება, არადა ხომ ვთანხმდებით ყველა , რომ ეს რუსეთ- საქართველოს ომია და ახლა რუსთავის ციხეში ,პუტინის პირადი პატიმარი ზის, ამიტომ : უნდა , უნდა, ვალდებული ხართ შეწყვიტოთ შიმშილობა!
მიიღეთ სტრატეგიულად (ერთადერთი) სწორი გადაწყვეტილება , შეწყვიტეთ შიმშილობა გთხოვთ! წინ დიდი ბრძოლაა მიტაცებული სახელმწიფოს დასაბრუნებლად, ამ ბრძოლაში თქვენი დიდი გამოცდილება , ენერგეტიკა და მაშტაბია საჭირო…….დიდი განსაცდელი უდგას ქვეყანას , ჭაობში ჩახრჩობას უპირებენ ქართულ სახელმწიფოს პრეზიდენტო!
აკი გითხარით , როგორც ჩემს მამუკას , ჩემს ძმას გთხოვ მეთქი და მიპასუხე, აქაც კი მის სიმღერებს ვუსმენო ….ჰოდა პრეზიდენტო , ჩემო ძმაო და მეგობარო, მიიღეთ გადაწყვეტილება ბრძოლის მოსაგებად”.- წერს ჩარკვიანი.