მკვლელობა წყალტუბოში – 33 წლის მამაკაცი ნათესავმა მოკლა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითში ორი დღის წინ მკვლელობა მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 33 წლის მამაკაცი ნათესავმა მოკლა. მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც ერთმა მეორეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

არსებული ცნობით, დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციას ის დაკავებული ჯერ არ ჰყავს.

newposts.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share