“გირჩის” ინიციატივაა, მარიხუანის მოხმარება-შეძენა-შენახვა სისხლის სამართლის წესით აღარ დაისაჯოს

“გირჩმა” ახალი კანონპროექტი შეიმუშავა, რომლითაც მარიხუანის მოხმარება და შეძენა-შენახვა სისხლის სამართლის წესით აღარ დაისჯება. პარტიის ლიდერი, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ როცა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი მოხმარება ლეგალურია, არ შეიძლება მაინც იჭერდნენ ადამიანებს.

“ჩვენ ახლა შემოგვაქვს კანონპროექტი, რომლითაც სისხლის სამართლის სფეროდან საერთოდ ამოდის მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებული ურთიერთობები და ეს იქნება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმე. ამ კანონპროექტით ეს ქმედება ისევ რჩება ადმინისტრაციული სამართლის რეგულირების ქვეშ. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში კანაფის გამო ციხეში არც ახლა და არც მომავალში არავინ არ იჯდება”, – თქვა იაგო ხვიჩიამ.

მისივე ინფორმაციით, მარიხუანის შეძენა-შენახვის საქმეზე 311 ადამიანი პრობაციონერია, 84 კი პატიმრობაშია.

radiotavisupleba.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share