ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით მარცვლეულის ფასი 3.2%-ით გაიზარდა. მათ შორის, 5%-ით გაძვირა ხორბალი, რომლის ექსპორტი შემცირებულია ძირითად მწარმოებელ ქვეყნებში – კანადაში, რუსეთსა და აშშ-ში მოსავლის შემცირების შედეგად, მსოფლიო მარაგის კლების ფონზე.
გაეროს ორგანიზაციის ცნობითვე, 2021 წლის ოქტომბერში 9.6%-ით გაიზარდა მცენარეული ზეთის ფასების ინდექსი და სარეკორდოდ მაღალ მაჩვენებელს მიაღწია. სექტემბერთან შედარებით, 2.6 პუნქტით გაიზარდა რძის პროდუქტების ფასების ინდექსი.
ზედიზედ მესამე თვეა მცირდება ხორცის ფასი, რომელმაც სექტემბერთან შედარებით, ოქტომბერში კიდევ 0.7%-ით იკლო. ამავე პერიოდში, ბოლო 6 თვის განმავლობაში პირველად, 1.8%-ით გაიაფდა შაქარი.