“სანამ ექიმები გავხდებით ადამიანებად ვიბადებით…ნუ გახდით მკვლელობას შესაძლებელს სიჩუმით” – ნანა გეგეჭკორი ექიმებს მიმართავს

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით კოლეგებს მიმართავს და მოუწოდებს, თავიანთი სიჩუმით “ნუ გახდიან მკვლელობას შესაძლებელს”.

“სანამ ექიმები გავხდებით ადამიანებად ვიბადებით. ექიმობა სინდისს ვერ ცვლის რაც არ უნდა ადამიანების საკეთილდღეოდ ათენ-აღამებდეთ.

ადამიანი უნდა იყო რომ კარგი ექიმი გახდე.

ვერ გააგრძელებთ მშვიდად ამ პროფესიაში ყოფნას თუ თვალწინ მოგიკლავენ პაციენტს ისე, რომ დახმარებაზე უარს ეტყვიან.

თქვენი სიჩუმით ეტყვით უარს დახმარებაზე სასიკვდილოდ განწირულ პაციენტს.

იმედს ვიტოვებ ადამიანებად დარჩებით და არ დაკარგავთ ამ პროფესიაში ყოფნის მორალურ უფლებას.

ნუ გახდით მკვლელობას შესაძლებელს სიჩუმით…”, – წერს გეგეჭკორი Facebook-ზე.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე 36-ე დღეა შიმშილობს. როგორც ექიმები, ისევე ადვოკატები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ საჭიროებს მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას, თუმცა ხელისუფლება პოზიციას ამ დრომდე არ ცვლის. მესამე პრეზიდენტს მკურნალობისთვის მხოლოდ გლდანის ციხის საავადმყოფოს სთავაზობენ, რომელიც მკურნალობისთვის აუცილებელ პირობებს ვერ აკმაყოფილებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share