“კლიმატის ინტეგრირებული ეროვნული გეგმის განხილვას რეგიონებიდან გარემოს დამცველები არ დაასწრეს”-ირმა გორდელაძე

რატომ უთხრეს უარი რეგიონებში მომუშავე გარემოს დამცველებს გარემოს დაცვითი სათემო ორგანიზაცია „ეკოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ირმა გორდელაძე, წერს,

რომ რეგიონებიდან, ის ორგანიზაციები, სადაც მწვავედ დგას ჰესებისა და კლიმატის საკითხი, ენერგეტიკისა და კლიმატის ინტეგრირებული გეგმის განხილვაზე არ მიიწვიეს და არც სპეციალისტები შეუშვეს ზუმში.

“National Integrated Energy and Climate Plan of Georgia. ენერგეტიკისა და კლიმატის ინტეგრირებული ეროვნული გეგმის განხილვა მიმდინარეობს ახლა… რეგიონებიდან გარემოსდამცველები არ ვართ მიწვეულნი.

არც სპეციალისტები შეუშვეს ზუმში.

და რა ხდება????

და ვინც დაუშვეს იმედი გვაქვს ყველაფერს მოგვაწვდიან რაც ხდება და რასაც განიხილავენ”-.წერს გორდელაძე და „გურიის მოამბესთან“ დამატებით კომენტარს აკეთებს:

„მიმდინარეობს უმნიშვნელოვანესი საკითხების განხილვა, რომელიც მწვავედ დგას რეგიონებში. ადგილზე არიან რა თქმა უნდა სხვა ორგანიზაციები, მაგრამ ჩვენი იგნორირება ბადებს იმის ეჭვს, რომ არ მოხდება ამ სტრატეგიული გეგმის სრულყოფილი განხილვა და არც იმ კითხვებზე გვექნება პასუხი, რა პრობლემებიც დღეს რეალურად დგას რეგიონებში. ფაქტია ისიც, რომ ძალიან ბევრი სპეციალისტი სპეციალურად არ შეუშვეს ზუმში, რომლებიც აუცილებლად წამოწევდნენ წინ ძალიან მწვავე საკითხებს“-გვითხრა გორდელაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share