ჟურნალისტი ინგა გრიგოლია “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:
„ჩემთვის სრულიად გამაოგნებელია, რომ ამ ქვეყანაში, ადამიანთა (საბედნიეროდ მცირე) რაღაც ჯგუფთან გიწევს იმის ახსნა,რატომ არ შეიძლება გიხაროდეს ადამიანის ტანჯვა და სიკვდილის საფრთხე, რაც არ უნდა მისი მოწინააღმდეგე იყო. ადამიანობა, ღირსება, თანაგრძნობის უნარი – არის ასეთი რაღაცები, რომელიც ან გაქვს, ან – არა… და თუ არ გაქვს, ვერ ისწავლი, ვერ შეიძენ და ვერც იყიდი.
თუმცა, ჩვენთან ხომ სულ რაღაც უახლოეს წარსულში, იყო ხალხი, რომელიც სხვა ადამიანების დახვრეტასაც კოლექტიურად ,,აპრავებდა“ და ტაშს უკრავდა. ხატებითა და ჯვრებით კი აქვთ გავსებული ასეთ ადამიანებს სახლები… ესეც გაივლის!!!“ – წერს გრიგოლია სოციალურ ქსელში.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: