ჩვენს ქვეყანას ორი კუთხით აქვს პოლიტიკური კრიზისი – მიშას ამ კრეტინული დაჭერის შემდეგ, თავის ტკივილი აიტეხეს თვითონ და ქვეყანასაც აუტეხეს, მეორე არის – არჩევნების გაყალბება. ორ დანაშაულს სჩადიან დღეს ეს იდიოკრატიის წარმომადგენლები, – ამის შესახებ ტელეწამყვანმა დავით აქუბარდიამ ტელეკომპანია “პირველის” გადაცემაში “დღის ამბები” განაცხადა.
“ყველა განწყობილი და მოწადინებული ვართ, რომ დემოკრატიული ქვეყანა გვქონდეს. იქაც არღვევს ხელისუფლება ნორმებს, ადამიანის უფლებათა აღიარებულ დეკლარაციას და აქაც. არჩევნების თავისუფლება ხალხს მოპარეს და სააკაშვილს სამართლიანი სასამართლოსი და სამართლიანი მკურნალობის უფლება წაართვეს. ეს არის იდიოტოკრატია და ამ ხელისუფლებას და რეჟიმს, პერიოდს უნდა დავარქვათ იდიოტოკრატიული მმართველობა”, – ამბობს აქუბარდია ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: