როგორ იმართება სასამართლო და რა პროცესი მიდის ახლა სისტემაში:
1. საერთო სასამართლოების სისტემაში დაახლოებით 350 მოსამართლეა, მათგან 23 უზენაესში საქმიანობს, 89 – სააპელაციოში და დანარჩენი პირველ ინსტანციაში;
2. ამ სისტემას მართავს მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი რომელიც სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძის გარშემო არის კონცენტრირებული და შედგება რამდენიმე ადამიანისგან. ისინი იუსტიციის საბჭოს 9 მოსამართლე წევრის და დაახლოებით 40-მდე თავმჯდომარის მეშვეობით აკონტროლებენ სისტემას;
3. ორ ნოემბერს აშშ-ს და ევროკავშირის საელჩოებმა გაავრცელეს განცხადება სადაც ნათქვამია რომ საქართველო არ ასრულებს მართლმსაჯულების რეფორმების მიმართულებით საკუთარ თავზე აღებულ ვალდებულებებს;
4. გუშინ მოსამართლეთა ადმინისტრაციულმა კომიტეტმა გამოაქვეყნა მიმართვა სადაც აშშ და ევროკავშირი ვენის კონვენციის დარღვევაში და საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა. აღსანიშნავია რომ ადმინისტრაციული კომიტეტი ტექნიკური ორგანოა და მოსამართლეთა სახელით ლაპარაკის ფუნქცია არ აქვს. ამიტომ რამდენიმე თვის წინ სათითაოდ მოაწერინეს მოსამართლეებს ხელი საერთო განცხადებაზე. ახლა როგორც ჩანს შიდა წინააღმდეგობა შეხვდათ და ამ გზას მაგიტომ მიმართეს. უნდა ვიცოდეთ რომ ეს არა სასამართლო სისტემის, არამედ გავლენიანი ჯგუფის პოზიციაა;
5. ჩვენი ეს ეჭვი მალევე დადასტურდა და 16-მა მოსამართლემ ბოლო ორი დღის განმავლობაში ღიად დააფიქსირა მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის საწინააღმდეგო პოზიცია; საქმე ის არის რომ კლანმა უკვე ყველა საზღვარი გადალახა და მასთან აფილაცია უკვე აღარ უნდათ. 16 მოსამართლე საერთო რაოდენობაში ბევრი არ არის, მაგრამ საკმარისია წინააღმდეგობისთვის. დარწმუნებული ვარ კიდევ არიან სხვები რომელიც ამ ეტაპზე თავს იკავებს, მაგრამ სინამდვილეში ეთანხმება მათ, პატარა ბიძგია და მოვლენაა საჭირო რომ ღიად გამოვიდნენ;
6. რა თქმა უნდა უსაფუძვლო ოპტიმიზმი არ უნდა დაგვეუფლოს და არსებული სიტუაციაზე ზედმეტი ავანსები არ უნდა გავცეთ, არ უნდა ვიფიქროთ რომ პროცესი დაიწყო და ახლა ამას ვეღარაფერი შეაჩერებს. ადრეც გვინახავს ამაზე დიდი გამოსვლები მაგრამ სულ მალე ჩაახშეს ისინი. თუმცა ისიც გასათვალისიწნებელია რომ ახლა სხვა სიტუაციაა, ეს ხალხი უვადოდ არის დანიშნული და ა.შ.
7. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ გულხელდაკრეფილები უნდა ვიყოთ. საჭიროა ამ ხალხის მხარდაჭერა და გაძლიერება, დაცვა იმ წნეხისგან რომელიც შიგნით წამოვა მათ მიმართ. იცით როგორი მეთოდები აქვთ შიგნით დაუმორჩილებლების დასჯის? შეიძლება ერთ დღეს მოვიდნენ სამსახურში და არავინ, არცერთი კოლეგა არ მიესალმოს. უნდა ვიყოთ ფხიზლად;
8. ყველაფერი გარედან ვერ მოგვარდება. საჭიროა სხვებმაც გაბედონ. ეს ადამიანები ერთმანეთს უნდა დაუკავშირდნენ და ერთად იმუშავონ სიტუაციის შესაცვლელად;
9. მჯერა ადრე თუ გვიან დასრულდება ეს ვიტუაცია და მართლმსაჯულება არა რამდენიმე ადამიანის არამედ ქართველი ხალხის ინტერესებს მოემსახურება. კლანი უნდა წავიდეს!