“ბეჩავი ხელისუფლება გვყავს,რომელსაც ერთი საავადმყოფოს დაცვაც კი არ შეუძლია“-ხიდაშელი

როგორც თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს,ქვეყანას ბეჩავი ხელისუფლება ჰყავს,რადგან მას  საავადმყოფოს დაცვაც კი არ შეუძლია,რათა იქ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ:

“ხვდებით ხომ რა კატასტროფაში ვართ!
ხელისუფლება ამბობს სამოქალაქო საავადმყოფოში ვერ გადავიყვან, უსაფრთხოების პრობლემააო.
ანუ დავმარცვლოთ:
– საქართველოს, ანუ ქვეყანას რომლის ნაწილიც ოკუპირებულია;
– ყავს ხელისუფლება რომელიც ამბობს, რომ ერთ საავადმყოფოს ვერ დაიცავს;
– ერთ საავადმყოფოს!!!

და ამას ხშირად და სხაპასხუპით იმეორებენ.
– და არსებობს ხალხი რომელიც მერე ამ სიბეჩავეს ყელმოღერებული იმეორებს;
– და ეხლა აქ შემოცვივდებიან და ლანძღვას დაიწყებენ იმის იმედით რომ ასეთი ბეჩავი ხელისუფლების მხარდამჭერისგან რამე უნდა მეწყინოს. “-წერს ხიდაშელი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share