“ილაპარაკეთ ხმამაღლა და გამბედავად, ადამიანი კვდება, მერე იქნება გვიანი” – მიმართვა ექიმებს

მე მიმართვა გავაკეთე, მეტი არანაირ მიმართვას არ გავაკეთებ, ველოდები პასუხს, რომელიც აქამდე არ ყოფილა. ყოველ შემთხვევაში ეს ჩემთვის ცნობილი არ არის – აცხადებს ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრისას.

მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა და “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ცოტა ხნის წინ დატოვა რუსთავის მე-12 ციხე. მან კიდევ ერთხელ ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობაზე და ექიმებს მიმართა:  “არ შეცვლილა გადაწყვეტილება კონსილიუმთან დაკავშირებით. მიხეილ სააკაშვილი არის ცუდად და ყველას მოვუწოდებ, ექიმებს, რომლებიც ნებსით თუ უნებლიედ უკვე ხდებიან ამ ყველაფრის თანამონაწილეები, სრულ ნდობას ვუცხადებ მათ პროფესიონალიზმს და კეთილსინდისიერებას, მაგრამ აქვე შევახსენებ, რომ შეიძლება ვერ აცნობიერებდნენ ეხლა რასთან გვქონდეს საქმე. მერე უკვე იქნება გვიანი. ეს არის მათი სამოქალაქო ვალიც და  პროფესიული ვალდებულებაც.

კიდევ ერთხელ ვახსენებ, ილაპარაკეთ ხმამაღლა და გამბედავად. ადამიანი კვდება, ილაპარაკეთ ხმამაღლა და გამბედავად, მერე იქნება გვიანი. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ კოლაფსში ჩავარდნილი ავადმყოფის უკან გამოყვანა ან შესაძლებელია, ან არა. და შესაძლებლობაშიც ძალიან დიდი პროცენტულობაა იმის, რომ მხოლოდ ფიზიკურად დავაბრუნოთ ამ ქვეყანას და სხვა შეუქცევად პროცესებს ვერაფერი მოვუხერხოთ” –ამბობს ნიკა გვარამია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share