თქვენი სიჩუმით უარს ეტყვით დახმარებაზე სასიკვდილოდ განწირულ პრეზიდენტს – ნანა გეგეჭკორი კოლეგებს

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით აშშ-ში მოღვაწე ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და კოლეგებს მიმართავს და მოუწოდებს მათ, არ გახდნენ მკვლელობის თანამონაწილე:

“სანამ ექიმები გავხდებით ადამიანებად ვიბადებით. ექიმობა სინდისს ვერ ცვლის რაც არ უნდა ადამიანების საკეთილდღეოდ ათენ-აღამებდეთ.

ადამიანი უნდა იყო რომ კარგი ექიმი გახდე.

ვერ გააგრძელებთ მშვიდად ამ პროფესიაში ყოფნას თუ თვალწინ მოგიკლავენ პაციენტს ისე, რომ დახმარებაზე უარს ეტყვიან.

თქვენი სიჩუმით ეტყვით უარს დახმარებაზე სასიკვდილოდ განწირულ პაციენტს.

იმედს ვიტოვებ ადამიანებად დარჩებით და არ დაკარგავთ ამ პროფესიაში ყოფნის მორალურ უფლებას.

ნუ გახდით მკვლელობას შესაძლებელს სიჩუმით…”, – წერს გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share