სალომე ზურაბიშვილი ელჩებით უკმაყოფილოა. დიპლომატიის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მან საქართველოს წარმომადგენლებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მეტი ყურადღებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ საქართველოზე ბევრ სიცრუე იწერება: „ერთი საკითხია რომელიც მაწუხებს. ძალიან ბევრი იწერება საქართველოზე, ბევრი ძალა სხვადასხვა კუთხით ამაზე მუშაობს. მგონი ელჩები უფრო ყურადღებით უნდა იყვნენ. პოლიტიკურად შეიძლება ბევრ რამეს ვერ უპასუხონ, ეს მათი საქმე არ არის. უნდა იყვნენ ერთიანი საქართველოს წარმომადგენლები და არა რომელიმე მხარის. როცა იწერება რამე, რაც არის სიცრუე და ამას დაზუსტება, პასუხი სჭირდება, უფრო სწრაფი რეაგირება გვევალება. ჩვენთვის დიპლომატია არის გადარჩენის ფორმა. სხვა ქვეყნებისთვის დიპლომატია ალბათ, უფრო “ლუქსის” ნაწილია და ნაკლებად არიან ბოლომდე დამოკიდებული ამ ერთ ინსტრუმენტზე. პრაქტიკულად, ჩვენ ძალიან დამოკიდებული ვართ და ყველაფერი გადის ამ ხაზზე“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.