“გვაჩვენეთ რას ჭამს სააკაშვილი“-რას იხსენებს მანანა მანჯგალაძე

ჟურნალისტი მანანა მანჯგალაძე წერს:  

” გვაჩვენეთ რას ჭამს სააკაშვილი,”- ამაზე გამახსენდა. 2013 – ში როცა ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე მიშამ თქვა : ექსკურსიებზე კი დადიოდა ხალხი, ვისაც აინტერესებდა, ნახვა უნდოდა, ბავშვები მოჰყავდა სკოლებიდან მოდუოდნენ,რეგიონებიდან, ტურისტებს აინტერესებდათ, მაგრამ მაინც ბევრს წარმოდგენა ჰქონდა . და გავხსნათ ერთი დღით კარი, ვისაც უნდა მოვიდეს და ნახოს აქ განსაკუთრებული რომ არაფერიო.სინამდვილეში ერთის ნაცვლად სამი დღე გაგრძელდა ეს ამბავი ,ისე ისეთი ინტერესი მოყვა. ხოდა ორი რამ იყო რაც მაშინ ხალხს ყველაზე მეტად ხიბლავდა პრეზიდენტის სკამზე დამჯდარიყო და ისე გადაეღოთ სურათი და მეორე- საძინებელი გვანახეთ, საწოლი სადაც მიშას ძინავსო. არადა კაბინეტი- ბიბლიოთეკა იყო ძალიან საინტერესო, თან ისტორიული . გუმბათი საოცარი ხედით, მუზეუმი განსაკუთრებული და უჩვეულო საჩუქრებით …
მაგრამ არა საწოლი და სკამი იყო და არის მთავარი ახლა “რას ჭამს” დაემატამ.”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share