ხმაური და დაპირისპირება პარლამენტთან – პოლიცია ირაკლი ბაღდავაძეს ლეიბის გაშლის უფლებას არ აძლევს

ხმაურია ამ წუთებში პარლამენტის შენობასთან – სამართალდამცველებმა თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის ყოფილ თანამშრომელს, ირაკლი ბაღდავაძეს პარლამენტის შენობის წინ ლეიბის გაშლის უფლება არ მისცეს.

ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

შეგახსენებთ, ბაღდავაძე სამსახურიდან 23 აგვისტოს გაათავისუფლეს. როგორც თავად ამბობს, მიზეზი მისი ხმაურიანი განცხადებები გახდა “თბილსერვისში” არსებული კორუფციისა და დამამცირებელი სამუშაო პირობების შესახებ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share