“ათვლა უკვე საათებზეა” – ეს განცხადება გააკეთეს მედიკოსებმა, რომლებმაც დღეს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა შეისწავლეს.
შენელებული მოტორიკა, კოგნიტური პროცესების დაქვეითება, შეშუპება, ცილების დაშლა, დარღვევები სისხლის შედედებაში, ჩავარდნები მეხსიერებაში – ექიმები იშემიური ინსულტის ყველა ნიშანს ხედავენ.
36-დღიანმა პროტესტმა მესამე პრეზიდენტს უკვე მიაყენა გამოუსწორებელი ზიანი – ერთადერთი საზრუნავი მედიკოსებისთვის ახლა საჭიროების შემთხვევაში პატიმრისთვის ეფექტური დახმარების აღმოჩენაა, რაც საერთო შეთანხმებით ციხის კლინიკაში ფაქტობრივად შეუძლებელია.