მთავარი 9
“ვაკვირდებით მოვლენებს… აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა” | საერთაშორისო შეფასებები
მიხეილ სააკაშვილის შიმშილობაზე საერთაშორისო რეაქცია სულ უფრო მწვავდება. საფრანგეთის საგარეო უწყება, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია და რადა, ევროპელი პოლიტიკოსები და საერთაშორისო ანალიტიკოსები საქართველოს ხელისუფლებას სულ უფრო მკაცრი ტონით იმართვენ.
საფრანგეთის საგარეო უწყების წერილის შემდეგ, დღეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის შიმშილობას ეხმაურებიან უკრაინელი პოლიტიკოსები, ამერიკელი ანალიტიკოსები და ყოფილი სახელმწიფო მოხელეები. განცხადებას ავრცელებენ რადა-ს დეპუტატებიც.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავება ადგილობრივი თვითმართველობის არჩვევნების წინ, ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ კურსს საფრთხის ქვეშ აყენებს და ოკუპანტი, რეგიონში დესტაბილიზაციის დამთესავი სახელმწიფოს, რუსეთის გეგმებს ემსახურება.
მიხეილ სააკაშვილი, წარმატებული რეფორმატორი, დემოკრატიისა და თავისულფების მებრძოლი 2015 წლიდან უკრაიანის მოქალაქეა. 2020 წლის 7 მაისს, უკრაინის პრეზინდეტის ბრძანებით ის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა – ორგანოსი, რომელიც უკრაინას ეკონომიკური რეფომრების მიღებასა და რეალიზაციაში, ასევე უკრაინელი ხალხის კეთილდღებისთვის, ქვეყანას ეკონომიკურ აღმავლობაში ეხმარება.
მთელი ამ წლების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი დემოკრატიული ღირებულებისა და მეზობელი ქვყენების წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის დაგმობის დემონსტრირებას ახდენდა. ამასთანავე ის საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, უკრაინისა და საქართველოს ინტერესების საუკეთესო დამცველი იყო.
2021 წლის 1 ოქტომბერს, დაკავების დღეს, მიხეილ სააკაშვილმა, პროტესტის ნიშნად, შიმშილობა გამოაცხადა. აცხადებს, რომ პოლიტიკური პატიმარია და სამართლიანობისთვის ბოლომდე იბრძლებს. მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა, რაც მედიკოსთა კონსიულიმის მიერაა დადასტურებული.
აუცილებელია, რომ ის დაუყონებლივ გადაიყვანონ თანამედროვე აღჭურვილობის მქონე სამოქალაქო კლინიკაში, სადაც მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაცული იქნება.
კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით მისი მე-18 ციხის საავადმყოფოში მოთავსებას. ვიმედოვნებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს გაათავისუფლებენ. მოგიწოდებთ, რომ უკრაიანის მოქალაქის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა შეწყდებს და მისი დაუყონებილ დააბრუნონ უკრაინაში.
თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს! დიდება თავისუფალ, დემოკრატიულ და ერთიან უკრაიანსა და საქართველოს, – ნათქვამია განცხადებაში