“შეგვეზღუდა წვდომა სამედიცინო ისტორიაზე… ყველაფერს აკეთებენ, რომ არ გვქონდეს ამაზე წვდომა” – საძაგლიშვილი
პოლიტიკა • 1 წუთის წინ
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უფლებადამცველი დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური, იუსტიციის სამინისტროსთან ერთად მათ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობას არ აძლევს.
“მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ფონზე პენიტენციური სამსახურის მოქმედება იმასთან დაკავშირებით, რომ საერთოდ არ გვაძლევენ ინფორმაციას, არის ძალიან ძალიან საყურადღებო და ბადებს ბევრ კითხვის ნიშანს. ჩვენ 24 ოქტომბრის შემდეგ შეგვეზღუდა წვდომა სამედიცინო ისტორიაზე. 25 ოქტომბრიდან მოყოლებული 5 განცხადება გვაქვს ჩაბარებული, ვითხოვთ ინფორმაციის გადმოცემას. მაგრამ ხან რა მიზეზით და ხან რა მიზეზით, ძირითადად ტექნიკური მიზეზებით, უარს გვეუბნებიან დოკუმენტაციასთან წვდომაზე, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან დარღვევას.
რადგან ჩვენ გვაქვს სრული უფლება, ვიცოდეთ, რა მდგომარეობაა როგორც ლაბორატორიულ
კვლევებში, ასევე, რა რეკომენდაციები არის ექიმების მიერ გაცემული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. თუმცა იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩვენ არ გვქონდეს წვდომა ამ ინფორმაციაზე.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დარღვევა ეს არის ალტერნატიული კონსილიუმისთვის შეზღუდვების დაწესება. უკვე 1 კვირაა ალტერნატიული კომისია ითხოვს მიხეილ სააკაშვილთან შესვლას, წარდგენილი ჰქონდათ სათანადო დოკუმენტაცია, მაგრამ აქაც პენიტენციური სამსახური ხელოვნურად ქმნის ბარიერებს, – ამბობს საძაგლიშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში უკვე 36 დღეა შიმშილობს.