საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმდჯომარე ფადი ასლი, სოციალურ ქსელში ევროკავშირისა და აშშ–ის ელჩების მიმართ ღია წერილს ავრცელებს. ფადი ასლი ელჩებს მიმართავს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა და გაყალბების მსგავსი მასშტაბი საქართველოში 25 წელია არავის უნახავს და ოპოზიციაზე ზეწოლით, რომ შევიდნენ პარლამენტში, ევროკავშირიცა და აშშ ადმინისტრაცია ფადი ასლის თქმით, ყველა იმ ღირებულებებს, რომელსაც დასავლეთი ბოლო 30 წელია საქართველოს უქადაგებს, ეწინააღმდეგება.
“გაყალბების ეს მასშტაბი, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველოში მსგავსი არავის უნახავს, აისახა იმაში, რომ ქართული ოცნების პარტიამ უკანონოდ მიიტაცა საპარლამენტო უმრავლესობა, მაშინ როდესაც ხელისუფლების ცვლილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისათვის და ქვეყანა ბოლო 8 წლის განმავლობაში 90-იან წლებს დაუბრუნდა. ამ მასშტაბური გაყალბებისა და არჩევნების შედეგების შეცვლის გამო მთავრობის დადანაშაულების ნაცვლად, შევამჩნიეთ, რომ ევროკავშირიცა და აშშ ადმინისტრაციაც ზეწოლას ახდენენ ოპოზიციაზე აღიარონ გაყალბებული არჩევნები პარლამენტში შესვლით, როგორც იმპოტენტური უმცირესობა.რომელ ინსტიტუტებზე საუბრობთ? მთავრობასა და პარლამენტზე, თუ ხელისუფლებაზე, რომელიც მიიტაცა ბიძინა ივანიშვილმა, კაცმა, რომელსაც არანაირი ოფიციალური როლი არ გააჩნია ქვეყნის მართვაში? თუ იმ დისფუნქციურ სასამართლო სისტემაზე, რომელიც ბრმად მიჰყვება ბ-ნ ივანიშვილის ბრძანებებს?
ეჭვგარეშეა, რომ თქვენ კარგი განზრახვა გაქვთ და მაქსიმუმს ცდილობთ ქვეყანაში დაძაბულობა შეამციროთ, თუმცა სინამდვილეში თქვენ მსხვერპლზე ახდენთ ზეწოლას და ახდენთ აგრესორის წახალისებას, გააყალბოს ყოველი მომდევნო არჩევნები და დარწმუნებულნიც არიან, რომ როცა კი მოესურვებათ მაშინ გააყალბებენ ევროკავშირისა და აშშ ადმინისტრაციის დაკვირვების ქვეშაც კი.
ოპოზიციაზე ზეწოლა შევიდეს პარლამენტში, მაშინ როდესაც მათი ხმები მოიპარეს, არა მხოლოდ საშინელი უსამართლობაა, არამედ ეს იმედს გაუცრუებს მათ მხარდამჭერებს, რომლებიც საქართველოში უმრავლესობას წარმოადგენენ და ხელს შეუწყობს ანტი-დასავლური განწყობების გაღვივებას. მოკლედ რომ ვთქვათ, თქვენი მიდგომა დაძაბულობის განსამუხტად, უნებურად გააძლიერებს რუსეთის გავლენას საქართველოში.” – მიმართავს ფადი ასლი ელჩებს.