“ისევ გაისროლეს სიტყვა მტკიცებულების გარეშე, არცერთი დამადასტურებელი დოკუმენტი, ფაქტი და კადრი არ დააყოლეს, არ აქვთ, არ არსებობს და იმიტომ. კუჭის ოპერაცია გაიკეთა, ფაფებს ჭამსო-მეტი არ უნდება და იმიტომო, კი მაგრამ მაიშინ დაჭერამდე როგორ ჭამდა? კაცი ხინკლით ხელში დააკავეს მსოფლიომ ნახა. ფაფებს თუ ჭამს ციხის და კონსილიუმის ექიმებს რატომ უწერიათ შიმშილობის 34 დღე?!!! Tamta Demurishvili გამოდი თამთა და თქვი სიმართლე, გადააბიჯე ამ ჯალათების დიქტატს, სინდისით და შენი ადამიანობით იხელმძღვანელე, არ ღირს არც ერთი თანამდებობა მკვლელობის თანამონაწილეობად, ალტერნატიული კონსილიუმის ექიმები მაინც შეუშვი ციხეში, მიშას ჰოლანდიელი ექიმი საქართველოშია და რა პრობლემაა-კითხეთ გაიკეთა თუ არა რამე ოპერაცია 2 თვის წინ, ანუ შიმშილობამდე 1 თვით ადრე. პუტინისტური, გებეშნიკური მეთოდების ახალი ტალღა დაიწყო ივანიშვილის სადამსჯელო რაზმმა, იმიტომ რომ არ აქვთ პასუხი რატომ არ გადაჰყავთ საავადმყოფოში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, არ აქვთ პასუხი რატომ არ უშვებენ პაციენტისთვის სანდო ექიმებს მასთან, არ აქვთ პასუხი რატომ არ დანიშნეს სასამართლო პროცესი და რატომ არ მიჰყავთ მიშა სასამართლო დარბაზში-ვერ ხვდებიან და ვერ ხსნიან რატომ შეიძლება ადამიანმა თავი გასწიროს სამშობლოსთვის!!! ამიტომ მოიგონეს ახალი, უსინდისო ლეგენდა და მას დიდი შვებით ავრცელებენ ადმიანობისგან დაცლილი “ადამიანები”! გაიხსენეთ მერამდენე ლეგენდაა რომელსაც ესენი იგონებენ და ვერასდროს დაამტკიცებენ, შარდის ანალიზის ჩელენჯიდან კუჭის რეზექციის მითამდე, რამდენი წელი უნდა აყურყუტოთ ეს ქვეყანა სწორ ნაწლავში!!!“-წერს ჟურნალისტი თეა ადეიშვილი.