სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ რუსთავის N12 დაწესებულებაში პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო დახმარების ოთახში მინერალების შემცველ პიურეებს იღებს.
მანამდე კი სახალხო დამცველმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ეწერა, რომ სააკაშვილი ამ პიურეებს სამედიცინო დანიშნულებით იღებდა.
“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტების გარკვეულ ნაწილს. აღნიშნული ვიდეომასალა ნათლად ასახავს იმას, თუ როგორ იღებს პატიმარი მიხეილ სააკაშვილი საკვებს და ნატურალურ წვენებს დღის სხვადასხვა მონაკვეთში. ასევე ვასაჯაროებთ იმ პროდუქტების ამსახველ ფოტომასალას, რომელიც მიიღო მიხეილ სააკაშვილმა”. – წერს პენიტენციური სამსახური.