გურიაში დღეის მონაცემებით კოვიდით 189 ადამიანია გარდაცვლილი

✅გურიის რეგიონში სულ ცხოვრობს 107 000 ადამიანი, აქედან 18 წელს ზემოთ 81 610.

✅ კოვიდი ჯამში დაუდასტურდა 17 120 ადამიანს.

✅ ამ წუთის მონაცემებით რეგიონში ინფიცირებულია 812 ადამიანი.

📌კოვიდით რეგიონში გარდაიცვალა 189 ადამიანი 🙁

✅რეგიონში გვაქვს ვაქცინაციის 7 ცენტრი.

📌გვაქვს 3 კლინიკა, რომელიც მკურნალობს როგორც კოვიდინფიცირებულ,ისე სხვა კლინიკური ჩივილების მქონე პაციენტებს.

❗კოვიდინფიცირებული პაციენტებისთვის გათვლილი ყველა საწოლი დაკავებულია რეგიონში ❗❗❗(გათავისუფლებული საწოლის ადგილს წამიერად იკავებს სხვა პაციენტი)

📌და ამ ფონზე ორი დოზით აცრილია – 29 290 ადამიანი.

ავიცრათ ადამიანებო ❗

უნდა ავიცრათ თუ გვინდა რომ გადავრჩეთ.

უნდა ავიცრათ თუ გვინდა რომ ჩვენმა შვილებმა სკოლასა და ბაღში იარონ.

უნდა ავიცრათ თუ გვინდა რომ ერთმანეთი ვნახოთ.

უნდა ავიცრათ უბრალოდ იმისთვის რომ გადავრჩეთ…..

გურიის გუბერნატორის მოადგილე, ქეთი მოისწრაფიშვილი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share