აქციაზე ადამიანი ცუდად გახდა, სასწრაფო იმდენი ხანი არ მოვიდა მოქალაქეებმა წაიყვანეს, გზაში სასწრაფოც დაეწიათ და ვეღარ მოხერხდა გადარჩენა – ჟორჟოლიანი

მთავარი არხი

LIVE

ENG

ახლა LIVE

მთავარი შაბათს

აქციაზე ადამიანი ცუდად გახდა, სასწრაფო იმდენი ხანი არ მოვიდა მოქალაქეებმა წაიყვანეს, გზაში სასწრაფოც დაეწიათ და ვეღარ მოხერხდა გადარჩენა – ნანუკა ჟორჟოლიანი

გამოქვეყნდა: 

ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ადამიანი, რომელიც რუსთავის ციხესთან აქციის დროს შეუძლოდ გახდა, საავადმყოფოში მოქალაქეებმა გადაიყვანეს, რადგან აქციაზე სასწრაფო დახმარების მანქანა არ იდგა:

“შეიძლება ასეთ აქციებზე სასწრაფო არ იდგეს?? აქციაზე ადამიანი ცუდად გახდა, სასწრაფო იმდენი ხანი არ მოვიდა მოქალაქეებმა წაიყვანეს , გზაში სასწრაფოც დაეწიათ და ვეღარ მოხერხდა გადარჩენა. გესმით? ადამიანი ვეღარ გადაარჩინეს უმძიმესი ამბავია. და უფრო უმძიმესია რომ ოპოზიციის აქციებზე მყოფ ადამიანებს იმდენად არ აღიარებს მთავრობა, რომ სამედიცინო დახმარებას არ უყენებს!

ადამიანი სხვის გადასარჩენად მოვიდა და თავად ვერ გადავარჩინეთ. ძალიან ცუდი ამბავია. ძალიან” წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share