პენიტენციურმა სამსახურმა მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის კვებაზე შთაბეჭდილების შესაქმნელად ფოტო და ვიდეო მასალა გამოაქვეყნა – აღნიშნულ ფაქტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გამოეხმაურა.
უწყების განცხადებასი ვკითხულობთ, რომ მათ დაიწყეს პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილზე გავრცელებული კადრების მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა.
ინსპექტორის სამსახური აღნიშნავს, რომ არსებითად მნიშვნელოვანია მოშიმშილე თავისუფლებააღკვეთილი პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა.
“თავისუფლებააღკვეთილ პირს უნდა ჰქონდეს ნდობა იმ დაწესებულებისა და სამედიცინო პერსონალის მიმართ, სადაც იგი იმყოფება და ვისგანაც იღებს სამედიცინო მომსახურებას. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მან თავი შეიკავოს სამედიცინო მომსახურების მიღებისაგან, სამედიცინო პერსონალისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებისაგან, რომლითაც საფრთხე ექმნება მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას”, – წერია უწყების განცხადებაში.