სააკაშვილი ამბობს, რომ თამთა დემურიშვილი პირადად შეხვდა და დაარწმუნა, რომ მიეღო ფაფები – ომბუდსმენის მოადგილე

ვინ მისცა საქართველოს მესამე პრეზიდენტს ჩვილ ბავშვთა კვება და ითვლება თუ არა “სემპერის” მიღება შიმშილობის შეწყვეტად?

საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე “ტვ პირველის” ეთერში ამბობს, რომ აღნიშნული ფაფა პენიტენციურ დაწესებულებაში არ იყიდება და მისი მიწოდება სააკაშვილისთვის მოხდა მედპერსონალის მხრიდან.

ბურჯანაძე სააკაშვილზე დაყრდნობით აცხადებს, რომ “სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო განყოფილების ხელმძღვანელი, თამთა დემურიშვილი პირადად შეხვდა მიხეილ სააკაშვილს და დაარწმუნა, რომ მიეღო ასეთი ტიპის დანამატები, რაც შიმშილობის დარღვევად არ ითვლებოდა”.

„ჩვენ ეს მონაცემები გადავამოწმეთ ადგილზე მყოფ სამედიცინო პერსონალთან და მათაც დაგვიდასტურეს, რომ ამ დანამატების მიღება ხდებოდა სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, მათივე მოთხოვნით და მათ დანიშნულება გქონდა ერთადერთი, რომ სასიცოცხლო პარამეტრები შენარჩუნებულიყო. ჩვენ ჩანაწერებიც ვნახეთ და სადაც მითითებულია 30-50 მილიგრამი რასაც კვებითი ღირებულება არ აქვს”- აცხადებს ბურჯანაძე. 

მისი თქმით, თვითონ პენიტენციურ სამსახურს არ აქვს შეცვლილი შიმშილობის ფორმა და მესამე პრეზიდენტი მოშიმშილე პატიმრად ითვლება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share