ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ქვეყნიდან მიდის. “ნოდარ მელაძის” შაბათის ინფორმაციით, ოლიგარქმა შუშის სასახლე დაცალა.
ცნობილია, რომ ივანიშვილის შვილები საქართველოში უკვე აღარ იმყოფებიან – ბერა კორეაშია, ცოტნე და უტა საფრანგეთში გვანცა კი ამერიკაში.
“შაბათის ეთერის” ინფორმაციით, ადგილიდან გატანილია ხელოვნების ნიმუშები, მანქანებს ყიდიან, დაცლილია აუზები და კლდეზე გაშენებული ხელოვნური ჩანქერიც კი დაშრა.
კადრებიდან, ჩანს, რომ 256 მილიონი ლარის ღირებულების შენობას ჟანგი მოედო, სასახლეს უპატრონობა თვალის ჩინივით ეტყობა. დიდების ნიშნად სოლოლაკის ქედზე წამოჭიმული რეზიდენციის ყველა კუთხე კუნჭულს მოუვლელობის კვალი ეტყობა. ჭუჭყით დაფარულ ღია ტერასებზე დამლაგებლებსაც კი აღარ უშვებენ. გამორთულია კლდეში ჩამალული სავინტილაციო სისტემა. გათიშულია ხელოვნური ჩანჩქერი. უკანა ეზოში ხელოვნურ კლდეში ამოჭრილი ტბა დამშრალა.
ჩაბნელებულია ბიძინა ივანიშვილის საყვარელი ოთახი, ხელოვნების ნიმუშად აღიარებული სავარძლები ჯერ ივანიშვილს სასახლიდან არ წაუღია, თუმცა რაც კი ღირებული ჰქონდა იქ თითქმის აღარ დევს. გატანილია რამდენიმე მილიონის ღირებულების ტილოები. ნახატები ჩვენი ინფორმაციით უკვე საზღვრებს გარეთ გააგზავნეს. თავიდან ბოლომდე დამინულია ვერტმფრენის დასაჯდომი შენობა.
ბოლოს ივანიშვილი მის მშობლიურ საჩხერეში ნახეს. “შაბათის ეთერის” ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დეკემბრის მეორე ნახევარში დატოვებს და ახალი წლის წინ კორეაში გაემგზავრება.
სამეგობროს ოლიგარქმა უთხრა, რომ მინიმუმ 5 წელი უკან დაბრუნებას არ აპირებს.
ტვ პირველი