მთავრობა: ამ ეტაპზე, სრული “ლოქდაუნი” არ იგეგმება

მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე, ქვეყანაში სრული “ლოქდაუნი” არ იგეგმება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გავრცელებულ განცხადების თანახმად, დისკუსიის დროს ხაზი გაესვა, რომ ვირუსის გავრცელების მზარდი დინამიკის ფონზე გამოწვევებია სექტორში წესების დაცვის კუთხითაც.

“ვირუსის გავრცელების შენელების კუთხით გასატარებელი დამატებითი ღონისძიებები და ამ პროცესში სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნება იყო მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის მთავარი თემა. შესაძლო დამატებით წერტილოვან შეზღუდვებზე მსჯელობისას კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე, სრული “ლოქდაუნი” არ იგეგმება, რადგან სწორედ სამუშაო ადგილების შენარჩუნება ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება”, – ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში გაუარესებული ეპიდსიტუაციის გამო, შესაძლოა, მთავრობამ დღეს არსებული რეგულაციები კიდევ უფრო გაამკაცროს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 64
    TI: ხელისუფლება ივანიშვილის გავლენის ქვეშაასაერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს მოკვლევას არაფორმალური მმათველობის პრობლემასა და მისი შედეგების შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, "ქართული ოცნების მმართველობის ორი ვადის გასვლის თავზე დაგროვილი მტკიცებულებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მთლიანად ერთი ადამიანის გავლენის ქვეშაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რაც განპირობებულია…
    Tags: და, არ, რომ
  • 61
    "ფეხშიშველსაც მითამაშია, რეზინის ბოტებითაც"- რას ყვება გოგონა, რომლის დამსახურებითაც ქართული კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს19 ნოემბერს რუმინეთის ქალაქ კლუჟში საქართველოს ჩემპიონ ქალთა საფეხბურთო გუნდი "ლანჩხუთი" რუმინეთის ჩემპიონ "კლუჟს" დაუპირისპირდა და ხატია ჭყონიას გატანილმა გოლმა გუნდს დიდი გამარჯვება მოუტანა. მანამდე ჩვენებმა ყაზახეთის ძლიერი გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხეს და იქაც ორივე გოლის ავტორი ხატია ჭყონია იყო. როგორც მწვრთნელი ამბობს, რუმინეთის გუნდთან ბრძოლა არ იყო ადვილი, მაგრამ გოგონებმა ეს…
    Tags: და, იყო, არ, რომ
  • 59
    სისტემა კლავს!!! გამოდი სიცოცხლისთვის!!! ბათუმის აქცია დღეს 18 საათზეგარდაიცვალა აქციაზე ნაცემი ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა. 18:00 ვიკრიბებით ბათუმში, ჩატარდება მდუმარე აქცია სისტემა კლავს გამოდი სიცოცხლისათვის
    Tags: დღეს, მთავარი, თემა
  • 52
    "არ შეგეშინდეთ ვინმეს დაკარგვის, ვინც ბედმა გარგუნათ არ დაკარგავთ..." - ოშოს 13 გენიალური რჩევა  ოშო ამბობდა, რომ მის ფილოსოფიას არანაირი სისტემა არ ჰქონდა და ეს იყო ქაოსი, რადგან სისტემა როგორც სტაგნაცია თავიდანვე მკვდრადშობილია, ხოლო ცოცხალი დინების არსი სწორედ ცვალებადობაშია, რომელსაც სრულყოფისკენ მიჰყავხარ. მისი სწავლების მთავარი უპირატესობა სწორედ ესაა - ის კითხვებზე არ გვაძლევს მზა პასუხებს, არამედ გვისახავს უზარმაზარ შესაძლებლობებს ყოველგვარი საზღვრების გარეშე, რომელშიც…
    Tags: და, არ, რომ, მთავარი, თემა